пятница, 28 января 2011 г.

ენერგია

ენერგია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. მის გარეშე სიცოცხლე არ იარსებებდა. სამყაროში ნებისმიერი პროცესი ენერგიის დაგროვებით, გადაცემითა და გარდაქმნით მიმდინარეობს. ენერგიის გარდაქმნაზეა დამოკიდებული ისეთი სასიცოხცლო მნიშვნელობის მოვლენები, როგორიცაა მცენარეთა და ცხოველთა ზრდა-განვითარება. ცოცხალ ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს ენერგიის გარდაქმნის პროცესები. მზის, ქარის, წყლის და ატომური ენერგიის გარდაქმნით მიიღება ელექტროენერგია, რაც ჩვენს ცხოვრებას სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის, მაგრამ ენერგია შეიძლება კაცობრიობისთვის ზიანის მომტანიც იყოს. ამის მაგალითია ატომური ბომბის გამოყენება ხიროსიმასა და ნაგასაკიში, ასევე ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი კატასტროფა.